39 მსჯავრდებული ციხეს უახლოეს დღეებში დატოვებს
39 მსჯავრდებული ციხეს უახლოეს დღეებში დატოვებს
15:46 03.04.2012
მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, ვადამდე გათავისუფლებული 39 მსჯავრდებული  პენიტენციურ სისტემას უახლოეს დღეებში დატოვებს.

როგორც "ნიუსპრესს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში განუცხადეს, გათავისუფლებული მსჯავრდებულიდან 4 ქალი და 35 მამაკაცია.

ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის პრინციპის თანახმად, მსჯავრდებულთა განცხადებებზე საბჭოები ყოველი თვის ბოლოს მსჯელობენ, ამის შემდეგ კი - ზეპირი მოსმენა იმართება.

საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია, პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ განიხილავს.


ბეჭდვა