"ქართული ოცნების" მხარდამჭერებს პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭეს
"ქართული ოცნების" მხარდამჭერებს პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭეს
14:09 03.04.2012
კოლიაცია ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერ დაკვებულებს - თამაზ თამაზაშვილსა და ზაზა კობახიძეს უფლედამცველი ორგანიზაცების მიერ შექმნილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ   პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭა. ინფორმაციას ამის თაობაზე საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ავრცელებს.
მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებით, კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული რამდენიმე პირის სისხლის სამართლის საქმე 31 მარტს განიხილა და ორს პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭა.
როგორც "სოლიდარობა უკანონო პატიმრებიდან" განმარტავს, თამაზ თამაზაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია, 2011 წლის 11 ოქტომბერს დააკავეს და ბრალად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა წაუყენეს. ზაზა კობახიძე იმავე ბრალდებით საკუთარ სახლთან 2011 წლის 6 ნოემბერს დააკავეს და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
საზოგადოებრივ მოძრაობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს მიეწოდება.

ბეჭდვა