მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი.
როგორც "ნიუსპრესს" სასჯელღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარებების სამინისტროდან აცნობეს, მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოების განცხადება დღეს სამინისტროში გაკეთდება.
მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოებმა მარტში მიღებული განცხადებები განიხილეს. განხილვის დასრულების შემდეგ ზეპირი მოსმენა გაიმართა.
ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის პრინციპის თანახმად, მსჯავრდებულთა განცხადებებზე საბჭოები ყოველი თვის ბოლოს მსჯელობენ, ამის შემდეგ კი, ზეპირი მოსმენა იმართება.
საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია, პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ განიხილავს.
