ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრი პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრი პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა
16:10 02.04.2012
ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრი ნინო ხოფერია ნოტარიატის განვითარებაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ნოტარიუსთა პალატის ინფორმაციით, ორდენი ნინო ხოფერიას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ძაგნიძემ ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებაზე გადასცა.

ხოფერიამ აღნიშნა, რომ ფულად ჯილდოს, რომელიც ღირსების ორდენს ახლავს, საპატრიარქოს ახალაგაზრდულ ცენტრში გადარიცხავს.

ბეჭდვა