რუსთავის იუსტიციის სახლი გაერო-ში აფრიკის სახელმწიფოების ელჩები ეწვივნენ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ დელეგაციას იუსტიციის სახლი დაათვალიერებინა და მისი კონცეფცია გააცნო.
გაერო-ში აფრიკის სახელმწიფოების ელჩებმა თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაათვალიერეს და სერვისის პროცედურებისა და მომსახურების ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
გაერო-ში აფრიკის 9 ქვეყნის ელჩი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით იმყოფება. დელეგაციამ უკვე გამართა შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სტუმრებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიიღებენ.
