საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის 4 პიროვნება დააკავეს
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის 4 პიროვნება დააკავეს
14:19 02.04.2012
საზღვრის უკანონოდ და ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 4 პიროვნება დააკავეს. ინფორმაციას ამის თაობაზე შსს- საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

გატარებული ღონისძიებების შედეგად, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, თურქეთის მოქალაქე ირფან აიდინი, ინდოეთის მოქალაქე პრაბჯოტ სინგჰი, ბანგლადეშის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - ჰოსეინ შიფატი და რიპონ ვაქტო დააკავეს.

ისინი სასაზღვრო–საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას ცდილობდნენ.

ფაქტთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს.

ბეჭდვა