ირაკლი ალასანია გორში სასამართლო პროცესს დაესწრება
ირაკლი ალასანია გორში სასამართლო პროცესს დაესწრება
10:01 02.04.2012
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია დღეს პარტიის გორის ორგანიზაციის წევრის შვილის სასამართლო პროცესს დაესწრება.

გორის სასამართლო გოდერძი მახარაშვილის შვილს, ელგუჯა მახარაშვილისა და მისი მეგობრების ჯაბა და აკაკი ელიაშვილების საქმეს განიხილავს.

ელგუჯა მახარაშვილი და მისი მეგობრები გორის პოლიციამ 17 თებერვალს ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. მათ ბრალი 239-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენეს, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლო პროცესი გორში დღეს 13:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა