საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილმა საქართველოში მცხოვრებ ასირიელებს "ხაბნისანის"
დღესასწაული მიულოცა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ ქვეყანაში, ყველაფერი გაკეთდება თქვენი უძველესი კულტურისა და თვითმყოფადობის აღორძინების, განვითარებისა და მხარდაჭერისთვის"- განაცხადა ტყეშელაშვილმა.
"ხაბნისანი" ასირიელთა ეროვნული დღესასწაულია და ახალი წლის დადგომას აღნიშნავს.
