კარალეთში 34 წლის სოსო ოსანაშვილის ცხედარი იპოვეს
კარალეთში 34 წლის სოსო ოსანაშვილის ცხედარი იპოვეს
11:18 01.04.2012
სოფელ კარალეთში 34 წლის სოსო ოსანაშვილის ცხედარი იპოვეს.
მას სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული შვიდი ჭრილობა აღენიშნებოდა.
ოსანაშვილი კარალეთში მეუღლის ნათესავებთან იმყოფებოდა. იგი სახლიდან ცოლის ბიძაშვილთან ერთად გავიდა.
ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი ერთ-ერთ ადგილობრივთან მიდიოდა, რომელსაც ოსანაშვილის ვალი ჰქონდა.
მკვლელობის შემდეგ, ოსანაშვილთან ერთად მყოფი კახა სუხიტაშვილი არავის უნახავს.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია აწარმოებს.

ბეჭდვა