მალაიზიაში დარეჯან კოხტაშვილს სიკვდილით აღარ დასჯიან
მალაიზიაში დარეჯან კოხტაშვილს სიკვდილით აღარ დასჯიან
12:17 31.03.2012
მალაიზიაში დაკავებულ ქართველს დარეჯან კოხტაშვილს სიკვდილით აღარ დასჯიან.
ამის შესახებ საქართველოს პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ დღეს პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
საყვარელიძის თქმით, საქართველომ 2 წლიანი მუშაობის შედეგად, მალაიზიასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვით 30 მარტს, დაკავებულ კოხტაშვილთან საპროცესო გარიგება გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, მას ჩამოხრჩობის ნაცვლად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მისივე თქმით, ეს უპრეცედენტო შემთხვეაა.
როგორც ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ აღნიშნა, შესაძლოა მსგავსი საპროცესო გარიგება მეორე დაკავებულთან ბაბუცა გორდაძესთანაც გაფორმდეს.
ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიაში, 2010 წლის ოქტომბერში ნარკოტიკების გადატანისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. მათ მალაიზიური კანონმდებლობით სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ.

ბეჭდვა