სასჯელაღსრულების სამინისტროს ნიდერლანდების დელეგაცია ეწვია
სასჯელაღსრულების სამინისტროს ნიდერლანდების დელეგაცია ეწვია
18:40 30.03.2012
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ნიდერლანდების იუსტიციისა და უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ სამინისტროდან აცნობეს, დელეგაციის წევრებს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დანერგილი სიახლეები მინისტრის მოადგილემ გიორგი არსოშვილმა გააცნო. მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს.
ნიდერლანდების პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა გლდანის №8-ე და №18-ე დაწესებულების საზოგადოებრივი მისაღები და უშუალოდ დაწესებულებები დაათვალიერეს. სტუმრებმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს საჩუქრად 2 მანქანა გადასცეს.

ბეჭდვა