ათთვიანი ტყვეობის შემდეგ, სოხუმში დაკავებული ოთხი ქართველი მეზღვაური გაათავისუფლეს.
ქართული ტელეკომპანიების ცნობით, ცოტა ხანში მეზღვაურებს ზუგდიდში გადმოიყვანენ. ადგილზე ვითარებას კოორდინაციას წითელი ჯვრის თანამშრომლები უწევენ.
თურქული ხომალდი რომელიც სტამბოლიდან ფოთის მიმართულებით გადადგილდებოდა 2011 წლის მაისს ოჩამჩირის პორტში გაურკვეველ ვითარებაში შევიდა.
ხომალდი მწყობრიდანაა გამოსული და მისი ჩაძირვის საფრთხე არსებობს.
