ნოტარიუსთა პალატასა და ილიას უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდება
ნოტარიუსთა პალატასა და ილიას უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდება
11:28 30.03.2012
საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
როგორც "ნიუსპრესს" ილიას უნივერსიტეტიდან აცნობეს, საგანმანათლებლო და პროფესიულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე და ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ნინო ხოფერია მოაწერენ ხელს.
მემორანდუმის მიზანი სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გაანალიზებისა და განზოგადების ხელშეწყობა, მათი კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება და იურიდიული განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარებაა.
მხარეები განათლების სფეროშიც ითანამშრომლებენ, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ესენია - საქართველოსა და უცხო ქვეყნების კანონმდებლობა ნოტარიატის შესახებ, სანოტარო მომსახურებაში დანერგილი სიახლეები, მოქალაქეებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები და სტუდენტებისთვის საინტერესო სხვა საკითხები.
თანამშრომლობის ფარგლებში სემინარებისა და პრაქტიკული კურსის ჩატარება იგეგმება.

ბეჭდვა