ეკა ზღულაძე – იზოლატორების გარემონტება თითქმის დასრულებულია
ეკა ზღულაძე – იზოლატორების გარემონტება თითქმის დასრულებულია
19:51 29.03.2012
შს მინისტრის პირველი მოადგილის ეკა ზღულაძის განცხადებით, იზოლატორების გარემონტება თითქმის დასრულებულია.  ეს განცხადება სამთავრობო საათზე ზღულაძემ „ქრისტიან–დემოკრატების“ შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. ოპოზიციამ იზოლატორებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე დასვა შეკითხვა.
ზღულაძის განცხადებით, შსს–ს იზოლატორების სახით ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო.
„ზოგიერთი მათგანი იმდენად მძიმე ინფრასტრუქტურას წარმოადგენდა, რომ იქ ადამიანის მოთავსება წამების ტოლფასი იყო. ბოლო 4 წლის განმავლობაში, ჩვენ თითქმის დავასრულეთ ყველა იზოლატორის გარემონტება“ – განმარტა ეკა ზღულაძემ.
მან ახალ ადმინისტრაციულ კოდექსზეც ისაუბრა, რომელზეც პარლამენტი უკვე მუშაობს.
ზღულაძის განცხადებით, შსს–მ გადაწყვიტა ახალი ადმინისტრაციული კოდექსის ძალაში შესვლას არ დაელოდოს და ადმინისტრაციული სახით დაკავებულ ადამიანებს გაუმჯობესებული პირობები დღესვე შესთავაზოს. რაც მისი თქმით, დამატებითი გასეირნების უფლებას, ჰიგიენური პირობების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას გულისხმობს.

ბეჭდვა