ხათუნა კალმახელიძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება
ხათუნა კალმახელიძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება
12:55 29.03.2012
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება.
როგორც „ნიუსპრესს“ სამინისტროდან აცნობეს, კალმახელიძემ საერთაშორისო კონფერენცია - „პენიტენციური სისტემების შესახებ“ გახსნა, რომელიც ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებში უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრების მიმართ ერთიანი სტანდარტების დანერგვის თაობაზე გაიმართა.
ხათუნა კალმახელიძემ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა რეკომენდაციების შემუშავებაშიც მიიღო მონაწილეობა.
მისი თქმით, აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანია, რადგან ახალი სტანდარტების და თანამედროვე მიდგომების დანერგვას უწყობს ხელს. საქართველოს დელეგაცია ასევე, რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობს.
კონფერენციის შემდეგ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა მიიღო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო, როგორც ერთობლივ პროექტებს, ევროსაბჭოს მხარდაჭერას და მიმდინარე რეფორმებს, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

ბეჭდვა