„თავისუფალ ასოციაციათა კავშირი“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
„თავისუფალ ასოციაციათა კავშირი“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
11:38 29.03.2012
„თავისუფალ ასოციაციათა კავშირი“ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

სარჩელი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, უმუშევრობის პრობლემასთან დაკავშირებით შეტანილი სარეფერენდუმო კითხვის -„გსურთ თუ არა, საქართველოს მოქალაქეებს უმუშევრობის პერიოდში ჰქონდეთ შემწეობა?“ რეგისტრაციაზე უარის თქმას ეხება.

20 თებერვალს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა, ”რეფერენდუმის შესახებ” ორგანული კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, ცენტრალურ სარეფერენდუმო კომისიას თხოვნით მიმართა, სარეფერენდუმოდ რეგისტრაციაში გაეტარებინა კითხვა - საქართველოს მოქალაქეთათვის უმუშევრობის პერიოდში შემწეობის დანიშვნის შესახებ. მათ უარი მიიღეს და აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ასეთია - ”სარეფერენდუმო საკითხი არ წარმოადგენს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხს და ის არ არის ჩამოყალიბებული მკაფიოდ და კონკრეტულად”.

ბეჭდვა