საქართველო-NATO EAPC თანამშრომლობის ფორმატში 2012 წლის სექტემბრში ფართომასშტაბიანი საველე სწავლება დაიწყება.
სწავლებაში მონაწილეობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი და ნატოს წევრი ქვეყნებისა და ნატოს "პარტნიორობა მშვიდობისთვის" ფორმატში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ.
შინაგან საქმთა სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების მიზანია ამაღლდეს ქართული მხარის მომზადების დონე კატასტროფებზე რეაგირების, მზადყოფნისა და კატასტროფების პრევენციის კუთხით.
საველე სწავლება ასევე ქვეყანაში სტიქიური უბედურების შემთხვევაში ნატო-ს ევროატლანტიკური კატასტროფებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრის (EADRCC) მეშვეობით დახმარების მიღების სწავლებას ითვალიწინებს.
"სწორედ ეს ცენტრი არის NATO-ში პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული, ვინც დაზარალებული ქვეყნისთვის საჭირო დახმარების გაწევის კოორდინაციას ახორციელებს, იქნება ეს დაზარალებულ ქვეყანაში ჰუმანიტარული ტვირთების თუ სხვადასხვა სახის სამაშველო გუნდების გაგზავნა"- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საველე სწავლებას წინ უძღვის სამი დამაგეგმარებელი კონფერენცია, რომელთაგან პირველი ბრიუსელში ნატო-ს შტაბბინაში უკვე გაიმართა. დანარჩენი ორი კონფერენცია თბილისშია დაგეგმილი.
