საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2011 წლის ანგარიში ბრიფინგზე მასმედიას გააცნო.
ომბუდსმენის ანგარიში უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს დღეს წარედგინება.
ტუღუშის ინფორმაციით, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი ადგილებიდან გამოსახლების პრობლემებზე და კონფლიქტის დროს დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ მდგომარეობაზე.
მისი თქმით, ანგარიშში გამორჩეული თავიც მოხვდა, რომელიც გასული საუკუნის 40-იან წლებში საქართველოდან იძულებით გადაადგილებულ მესხებს და მათთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ ღონისძიებებს ეხება.
ანგარიშში აისახა უმცირესობებთან დაკავშირებული კონკრეტული ფაქტებიც.
