პოლიციამ თაღლითობაში ეჭვმიტანილი დააკავა
პოლიციამ თაღლითობაში ეჭვმიტანილი დააკავა
16:06 28.03.2012
ისანი-სამგორის პოლიციამ თაღლითობაში ეჭვმიტანილი 1992 წელს დაბადებული ლაშა გოგლიძე დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქე ხათუნა ხუნდაძის მიმართ 22 მარტს განხორციელებული თაღლითური ქმედების ფაქტზე დაწყებულმა გამოძიებამ შემდეგი ფაქტი დაადგინა - "3 მარტს ლაშა გოგლიძემ სოციალურ ქსელში თავის ვებგვერდზე განათავსა ხათუნა ხუნდაძის მეგობრის ფოტოსურათი და მონაცემები. შემდეგ მეგობრის სახელით ხუნდაძეს დაუკავშირდა და მოატყუა, თითქოს, ბათუმში იყო და ბარში ხელჩანთა დაკარგა. მასში კი, ედო მობილური ტელეფონი, საბუთები და ფული. მან ხუნდაძეს "აჭარაბეთის" მითითებულ ანგარიშზე 50 ლარის გადარიცხვა სთხოვა. ხუნდაძემ, რომელსაც ეჭვი არ შეპარვია, რომ სოციალურ ქსელში თავის მეგობარს ესაუბრებოდა, სწრაფი გადარიცხვის აპარატიდან აღნიშნული თანხა გადარიცხა"- განაცხადეს შსს-ში.
სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა გოგლიძემ დანაშაული აღიარა. გამოძიება გრძელდება.

ბეჭდვა