ეროვნულ ბიბლიოთეკაში ოთხი მსჯავრდებული იმუშავებს
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ოთხი მსჯავრდებული იმუშავებს
15:56 28.03.2012
თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი ოთხი პირი, სასჯელის სახით შეფარდებულ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ  ბიბლიოთეკაში განახორციელებს.

როგორც "ნიუსპრესს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, მსჯავრდებულები ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას მკითხველთა ბარათების დახარისხებასა და წიგნების კატალოგების მოწესრიგებაში დაეხმარებიან.

მათ მიერ გაწეული შრომის ხანგრძლივობა, სასამართლოს განაჩენით შეფარდებული შრომის საათების საერთო რაოდენობას გამოაკლდება.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულება სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.


ბეჭდვა