საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წინააღმდეგ საიას რამდენიმე სარჩელს განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წინააღმდეგ საიას რამდენიმე სარჩელს განიხილავს
11:51 28.03.2012
საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რამდენიმე სარჩელს განიხილავს.

ერთ-ერთი სარჩელის განხილვა, რომელიც ინტერნეტმონიტორინგს ეხება, საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელ სხდომაზე 30 მარტს დაიწყება.

როგორც "ნიუსპრესს" საია-ს იურისტმა გიორგი გოცირიძემ განუცხდა, "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონი საგამოძიებო ორგანოს უფლებას აძლევს დააკვირდეს დახურულ სატელეფონო საუბრებს და ამისთვის კანონით მოსამართლის თანხმობა გათვალისწინებული არ არის.

"საია მიიჩნევს რომ ეს ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 20-ე მუხლს, რომელიც პირად ცხოვრებაში ჩარევისთვის აუცილებლად მიიჩნევს სასამართლოს თანხმობას"- განმარტა გოცირიძემ.

საიას სარჩელის საფუძველზე სასამართლო "პოლიციის შესახებ" კანონსაც განიხილავს, რომელიც ეხება პოლიციის უფლებამოსილებას შეაჩეროს და ზედაპირული შემოწმება ჩაუტაროს ადამიანს.

"მსგავსი საქმე მოგებული გვაქვს პარლამენტისთვის, კანონი "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" ითვალისწინებდა შემთხვევას, როდესაც საგამოძიებო ორგანოს უფლება ჰქონდა სატელეფონო საუბრის მოსმენა მოსამართლის თანხმობის გარეშე ეწარმოებინა. საკონსტიტუციო სასამართლომ ჩვენი სარჩელის საფუძველზე პარლამენტის მიერ მიღებული ეს ჩანაწერი არაკონსტიტუციურად ცნო"- განუცხადა "ნიუსპრესს" გოცირიძემ.

ბეჭდვა