არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგიის თანახმად, სახელმწიფოს პრიორიტეტია საპატიმრო ღონისძიებების გამოყენება არასრულწლოვნების მიმართ მხოლოდ
უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.
სტრატეგიის თანახმად, უკვე არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამები დაინერგა და შეიქმნა.
ბოლო დრომდე არასრულწლოვანთა დანაშაულის სტატისტიკა საკმარისად დეტალური და სრულყოფილი არ იყო.
"ამასთან, ოფიციალური სტატისტიკა არ არის საკმარისი სრული სურათის შესაქმნელად. მნიშვნელოვანია არასრულწლოვანთა დანაშაულის შესწავლა, რისკფაქტორების იდენტიფიცირება და დანაშაულის გამომწვევი მიზეზების ანალიზი სოციოლოგიური კვლევების საფუძველზე. ოფიციალური სტატისტიკის შევსება უნდა ხდებოდეს კვლევის შედეგებით" – ნათქვამია სტრატეგიაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ მოზარდის განვითარებასა და ქცევაზე სხვადასხვა გარემოების ერთობლიობა ახდენს გავლენას, მათ შორის, ინდივიდუალური ფაქტორები, მშობლები, საზოგადოება, გარემო და სხვა.
