ტირისა და სასროლო-სანადირო სტენდის ნებართვის გარეშე ფუნქციონირებაზე ჯარიმა წესდება
ტირისა და სასროლო-სანადირო სტენდის ნებართვის გარეშე ფუნქციონირებაზე ჯარიმა წესდება
10:45 28.03.2012
სასროლო-სანადირო სტენდის და ტირის ნებართვის გარეშე ფუნქციონირებისთვის ჯარიმა წესდება.
ამის თაობაზე ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შევა.
კანონპროექტით, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია დგინდება, რომ ტირის და სასროლო-სანადირო სტენდის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირება გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

განმეორების შემთხვევაში თანხა იზრდება და დამრღვევი 5 000 ლარით დაჯარიმდება.

კანონპროექტის ავტორია შინაგან საქმეთა სამინისტრო.


ბეჭდვა