რასობრივი, სექსუალური თუ პოლიტიკური შეხედულებების მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა გამკაცრდა.
აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება პარლამენტმა დღეს მიიღო და "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილება დაამტკიცა.
პარლამენტის გადაწყვეტილების თანახმად, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, შეზღუდული შესაძლებლობების, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა მადისკრიმინირებელი ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა დამამძიმებელი გარემოებით მოხდება.
