მაკა ასათიანის წინააღმდეგ სარჩელს სასამართლო 30 მარტს განიხილავს
მაკა ასათიანის წინააღმდეგ სარჩელს სასამართლო 30 მარტს განიხილავს
15:59 26.03.2012
მაკა ასათიანისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, მოსარჩელე ბორის კალანდიას საქმეზე სასამართლოს მთავარი სხდომა 30 მარტს დაინიშნა.

როგორც "ნიუსპრესს" მაკა ასათიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განუცხადა, მთავარი სხდომის 30 მარტს დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს მოსამზადებელ სხდომაზე მიიღო.

მოსარჩელე ბორის კალანდია მაკა ასათიანისა და სხვა პარტნიორებისაგან "მერსედეს ბენცის" საქართველოს წარმომადგენლობის - შპს "აკას" 20%-იან წილს და დივიდენდებს ითხოვს.

საქართველოში "მერსედესის" წარმომადგენელი შპს "აკა"-ა. კომპანიის 20 პროცენტიან წილს მაკა ასათიანი დედასთან და დასთან ერთად ფლობდა.

ბეჭდვა