არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაში მედია განსაკუთრებულ როლს ასრულებს
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაში მედია განსაკუთრებულ როლს ასრულებს
13:44 26.03.2012
არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაში მასმედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამის შესახებ არასრულწლოვანთა დანაშაულის  პრევენციის სტრატეგიაშია ნათქვამი, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.

სტრატეგიის თანახმად, დანაშაულის პრევენციის პროცესში მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვინაიდან მათი გავლენა არასრულწლოვანთა განვითარებასა და ქცევაზე დიდია. არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაში წამყვანი როლი განრიდებისა და მედიაციის პროგრამას, უსაფრთხო სკოლის პროგრამას ენიჭება. ასევე მნიშვნელოვანია პროგრამები - იცხოვრე ნარკოტიკის გარეშე, ერთი დღე პოლიციელის ცხოვრებით და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა.

სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანი რისკის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა ადრეული, სწრაფი და ეფექტიანი იდენტიფიცირების მექანიზმის შემუშავება და დანერგვაა.


ბეჭდვა