მაკა ასათიანის საქმეზე სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა იწყება
მაკა ასათიანის საქმეზე სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა იწყება
11:31 26.03.2012
მაკა ასათიანისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მოსარჩელე ბორის კალანდიას საქმეზე დღეს მოსამზადებელი სხდომა გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" ასათიანის ადვოკატმა, გიმიტრი გაბუნიამ განუცხადა, სხდომა რამდენიმე წუთში საქალაქო სასამართლოში იწყება, ხოლო შემდეგ მთავარი სხდომა დაინიშნება.
მოსარჩელე ბორის კალანდია მაკა ასათიანისა და სხვა პარტნიორებისაგან "მერსედეს ბენცის" საქართველოს წარმომადგენლობის - შპს "აკას" 20%-იან წილს და დივიდენდებს ითხოვს.
დღევანდელ პროცესზე სასამართლო საგადასახადოდან გამოთხოვილი გაუმართავი დოკუმენტაციის ვარგისიანობის საკითხს გადაწყვეტს, რაც წინა სასამართლო სხდომის გადადების მიზეზი გახდა.
აღნიშნული დოკუმენტაციით, მოსარჩელე მხარე ცდილობს დააზუსტოს შპს "აკას" დივიდენდების ოდენობა, ინფორმაცია კი ამის თაობაზე საგადასახადოში ინახება.
საქართველოში "მერსედესის" წარმომადგენელი შპს "აკა"-ა. კომპანიის 20 პროცენტიან წილს მაკა ასათიანი დედასთან და დასთან ერთად ფლობდა.

ბეჭდვა