ხარაგაულის მოსახლეობამ იურიდიული დახმარების სერვისით ისარგებლა
ხარაგაულის მოსახლეობამ იურიდიული დახმარების სერვისით ისარგებლა
14:03 25.03.2012
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს იურიდიული დახმარების მობილური სერვისით ხარაგაულის რაიონის სოფელ კიცხის მოსახლეობამ ისარგებლა.

მათ აღნიშნული სერვისის შესახებ სასჯელაღასრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე ესაუბრა.

მინისტრის თქმით, კვალიფიციური იურისტებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფი სამართლებრივ დახმარებას ადგილზე უწევს იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა იურიდიული დახმარების ოფისებს მიაკითხონ.

იურიდიული დახმარების მობილური ჯგუფი გადაადგილდება აუცილებელი ინვენტარით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსით.

ბეჭდვა