122 პრობაციონერს პირობითი მსჯავრი მოეხსნა
122 პრობაციონერს პირობითი მსჯავრი მოეხსნა
15:49 23.03.2012
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ 122 პრობაციონერისთვის პირობითი მსჯავრის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც "ნიუსპრესს" სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული გადაწყვეტილება პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველმა მუდმივმოქმედმა კომისიამ მიიღო.
კომისიის წევრებმა იმ მსჯავრდებულთა განცხადებები განიხილეს, რომელთაც გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევარი აქვთ მოხდილი.
მათი განმარტებით, საკითხის გადაწყვეტის დროს ყურადღება ინდივიდუალური მიდგომის შედეგად გამოვლენილ რისკ-ფაქტორებს მიექცა.
5 წევრიანი კომისია პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის საკითხს სასამართლო რგოლის გარეშე წყვეტს.

ბეჭდვა