ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ეკა ბესელია საქალაქო სასამართლოს მის მიერ შეტანილი სარჩელების განხილვისკენ მოუწოდებს.
როგორც ბესელიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა საკითხზე 9 სარჩელია შეტანილი, თუმცა, სასამართლო არცერთ მათგანს არ იხილავს.
მისი თქმით, ორ მათგანზე უკვე დაირღვა განხილვის 2 თვიანი ვადა. "ეს სარჩელები ეხება პოლიციისთვის დავალების მიცემას - შეასრულოს თავისი მოვალეობა და გამოასახლოს უკანონოდ შეჭრილი პირები ჩვენი ცენტრალური ოფისიდან და, რომ შენობის ექსპულატაციაში გადაცემა ამ დრომდე არ ხდება" - აღნიშნა ბესელიამ.
ადვოკატის განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისის შენობა უკანონოდ არის ხის კონსტრუქციით გარშემორტყმული.
