სოფლის განვითარების ცენტრში განაცხადების მიღება სრულდება
სოფლის განვითარების ცენტრში განაცხადების მიღება სრულდება
13:12 23.03.2012
სოფლის განვითარების ცენტრის თანამშრომელთა შესარჩევ კონკურში კანდიდატების განაცხადების მიღება დღეს სრულდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის განვითარების პროექტის დირექტორმა ლევან სამადაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის სურვილი100-ზე მეტმა დაინტერესებულმა პირმა გამოთქვა. მათი შერჩევა რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის საფუძველზე მოხდება, რომელსაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თანამშრომლები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ჩაატარებენ.

კონკურსის შედეგად შერჩეული თანამშრომლები, სოფლის განვითარების ცენტრების გახსნამდე, სხვადასხვა უწყებებში თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან.

კანდიდატებს 28 მარტს, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტესტირება ჩაუტარდებათ.

სოფლის განვითარების ცენტრების მუშაობის შედეგად მოსახლეობა სოფლიდან გაუსვლელად, სოციალური დახმარებების, მიწის რეგისტრაციის, პასპორტისა და პირადობის მოწმობის აღებას, სასოფლო-სამეურნეო კონსულტაციის მიღებას, კომუნალური გადასახადების ელექტრონულად გადახდას და სხვა მომსახურებას ადგილზე შეძლებს.

ბეჭდვა