მიხეილ ალექსიძის საქმეზე სასამართლო სხდომა 29 მარტს გაიმართება
მიხეილ ალექსიძის საქმეზე სასამართლო სხდომა 29 მარტს გაიმართება
19:15 22.03.2012
თბილისის 53-ე საჯარო სკოლიდან გარიცხული მიხეილ ალექსიძის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 29 მარტს დაინიშნა.
აღნიშნულის თაობაზე "ნიუსპრესს" ალექსიძის ადვოკატმა ლიკა წიკლაურმა განუცხადა.
მისი განმარტებით, დღეს მოსამზადებელ სხდომაზე დაცვის მხარემ ახსნა-განმარტებების ეტაპი გაიარა. მხარეებმა საკუთარი არგუმენტები წარადგინეს.
წიკლაურის თქმით, მოსამართლემ მოწმეებთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ზოგიერთი მათგანის მოწვევაზე თანხმობა განაცხადა.
ალექსიძე 53-ე საჯარო სკოლიდან გასული წლის ოქტომბერში გარიცხეს. ოფიციალური ინფორმაციით, სკოლის შინაგანაწესის დარღვევის გამო, დისციპლინარულმა საბჭომ მოსწავლის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე ალექსიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ოჯახი დისციპლინარული საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და იმავე სკოლაში ალექსიძისთვის მოსწავლის სტატუსის აღდგენას მოითხოვს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ალექსიძე მოსწავლედ თბილისის 77-ე სკოლაში ირიცხება.

ბეჭდვა