იუსტიციის სასწავლო ცენტრში სამართლის სკოლის - "ფსიქოლოგია იურისტებისთვის" პრეზენტაცია გაიმართა.
თბილისის უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის დეკანებსა და სტუდენტებს ახალი პროექტი იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და "ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციის" წარმომადგენლებმა წარუდგინეს.
პრეზენტატორების განმარტებით, სამართლის სკოლა მომავალ იურისტებს პარქტიკული ფსიქოლოგიის საკითხებში ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.
განსაკუთრებული ყურადღება ისეთ თემებს დაეთმობა, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია იურისტის პროფესიულ საქმიანობაში, პიროვნებისა და ქცევის ფსიქოლოგია, დევიაციური ქცევის ფსიქოლოგია, არასრულწლოვანთა ფსიქოლოგია, ნაფიც მსაჯულთა ფსიქოლოგია და სხვა.
იუსტიციის სასწავლო ცენტრში აღნიშნავენ, რომ იურისტებისთვის მსგავს მნიშვნელოვან საკითხებს საუნივერსიტეტო პროგრამა არ ითვალისწინებს.
