რუსეთის ფედერაციის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი ხომალდის "PURNAVALOK"-ის კაპიტანმა იური დანილოვმა 50 ათასი ლარის
ოდენობის ჯარიმა გადაიხადა, რის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
გემი შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) თანამშრომლებმა, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, სარფის საზღვაო რაიონში 19 მარტს დააკავეს.
გემის კაპიტანს 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
