არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" კომერციული სამართალწარმოებით დაინტერესებული ადვოკატებისთვის 23-24 მარტს ტრენინგს გამართავს.
ამის შესახებ "ნიუსპრესს" ორგანიზაციიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ტრენინგის შედეგად ადვოკატთა ინფორმირებულობის გაზრდა და უნარ-ჩვევების ამაღლება ბიზნეს სამართლის კუთხით გახდება შესაძლებელი.
ღონისძიება პროექტ "ადვოკატირება კომერციული სამართლის გაუმჯობესებისა და იმპლემენტაციისათვის" ფარგლებში ხორციელდება. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული აღნიშნული პროექტის განხორციელება "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" 2011 წლის სექტემბრიდან დაიწყო.
