დიდ დიღომში სკოლის სიახლოვეს დაჭრილი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც "ნიუსპრესს" ჟვანიას სახელობის აკადემიურ კლინიკაში განუცხადეს,
9 წლის მოზარდს ყელის არეში ნაკვეთი ჭრილობა აღენიშნებოდა. ბავშვი კლინიკაში 21 მარტს მოათავსეს.
მედიკოსების განცხადებით, პაციენტი თავს კარგად გრძნობდა და დღეს დილით კლინიკიდან უკვე გაეწერა.
თბილისში, დიდ დიღომში, სკოლის სიახლოვეს მდებარე სკვერში მოსწავლეებს მამაკაცი დაესხა თავს და ერთი მათგანი ცივი იარაღით ყელის არეში დაჭრა.
ბავშვი სკოლიდან ორ თანატოლთან ერთად სახლში ბრუნდებოდა.
თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელი დაახლოებით 40 წლის იყო. მან მოსწავლეებს ჩანთების გახსნა მოსთხოვა, ორმა გაქცევა მოასწრო, ერთს კი - ბასრი იარაღით ჭრილობა მიაყენა. თავდამხსმელი მიიმალა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
