რუსეთის ფედერაციის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემის PUR-NAVOLOK–ის კაპიტანს იური დანილოვს 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
მშრალტვირთმზიდი გემი PUR-NAVOLOK საქართველოს შინაგან სააქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, სარფთან 19 მარტს დააკავეს.
ჯარიმა გემის კაპიტანს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო–ოპერატიული მთავარი სამმართველოს ბათუმის საგამოძიებო–ოპერატიულმა განყოფილებამ დააკისრა.
