"ადამიანის უფლებათა ცენტრი" დევნილებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" დევნილებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს
10:22 21.03.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" დღეს წეროვანის დასახლების დევნილ მოსახლეობას უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს.

როგორც "ნიუსპრესს" არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრიდან" აცნობეს, იურისტები დაინტერესებულ მოქალაქეებს სისხლის სამართლის საკითხებში უფასო სამართლებრივ დახმარებას აღმოუჩენენ.
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" მიიჩნევს, რომ ამ აქციას დევნილებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მათ სრულფასოვანი იურიდიული მომსახურების მიღების ფინანსური შესაძლებლობა არ აქვთ.

ბეჭდვა