გლდანის სასაჯელაღსრულების №8-ე დაწესებულების ბიბლიოთეკას წიგნები გადაეცა
გლდანის სასაჯელაღსრულების №8-ე დაწესებულების ბიბლიოთეკას წიგნები გადაეცა
20:15 20.03.2012
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ გლდანის სასჯელაღსრულების №8-ე დაწესებულების ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა.

მსჯავრდებულთა განათლების ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული ბიბლიოთეკა პენიტენციურ დაწესებულებებს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურით უზრუნველყოფს. ბიბლიოთეკები სისტემატურად განახლდება.

ღონისძიება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.

ბეჭდვა