საქართველოში აკრედიტებულმა კონსულებმა რუსთავის იუსტიციის სახლი მოინახულეს
საქართველოში აკრედიტებულმა კონსულებმა რუსთავის იუსტიციის სახლი მოინახულეს
18:58 20.03.2012
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ საქართველოში აკრედიტებულ კონსულებს რუსთავის იუსტიციის სახლში რეფორმის შედეგები გააცნო.

სტუმრებისთვის რუსთავის იუსტიციის სახლში სპეციალური ტური მოეწყო, რომლის დროსაც მათ საშუალება მიეცათ დაკვირვებოდნენ იუსტიციის სახლის ფუნქციონირების სპეციფიკას და მომხმარებელთა მომსახურების პროცესს.

როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს აინტერესებდათ დოკუმენტების გაცემის პროცედურა, რადგან ისინი სწორედ ამ საბუთებზე დაყრდნობით გასცემენ ვიზებს.


ბეჭდვა