კონტროლის პალატის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის 2 725 970 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილიებას ბიზნესმენის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოში
გაასაჩივრებენ. ამის შესახებ "ნიუსპრესს" ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, მათ კონტროლის პალატის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 10 დღიანი ვადა აქვთ.
ზაქარია ქუცნაშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს სხვადასხვა სახის მომსახურება და მომსახურების ხელშეკრულებებიც გააფორმოს.
"ის ცნობილი და წარმატებული პიროვნებაა, ბევრ სფეროში დახმარება სჭირდება და სხვა პირებსაც აქვთ მისი მოსახურების უფლება. ფიზიკური პირები კი - პოლიტიკურ პარტიებთან გაგვთანაბრეს. არ შეიძლება არც ადვოკატი, არც პიარისტი არც საერთაშორის ექსპერტი პოლიტიკურ პარტიად გამოაცხადო, ეს სისულელე და აბსურდია" - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
კონტროლის პალატამ ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი უკანონო დაფინანსების ფაქტზე 2 725 970 ლარით დააჯარიმა.
