სამართალდამცავებმა დიღომში მომხდარ თავდასხმებში ეჭვმიტანილი გოგონა დააკავეს,
რომელიც არასრწულწლოვანია. ამის შესახებ "ნიუსპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული 1996 წელსაა დაბადებული. გამომდინარე იქიდან, რომ იგი არასრულწლოვანია, მისი ვინაობა არ სახელდება.
იგი საპატრულო პოლიციამ ერთი საათის წინ დააკავა.
დიღომში ახალგაზრდა გოგონა ჯერ ქალს, შემდეგ კი ბავშვს დაესხა თავს და სავარაუდოდ, მათი მოკვლა სცადა.
როგორც დაზარალებული ამბობს, გოგონამ მას ყელზე თოკი მოუჭირა. დაზარალებულმა დაყვირება მოასწრო, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.აღნიშნული ფაქტიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ასევე დიღმის მასივში, კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა მოხდა. გოგონა 13 წლის მოზარდს სადარბაზოსთან დაესხა თავს.
