კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილი 2 725 970 ლარით დააჯარიმა
კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილი 2 725 970 ლარით დააჯარიმა
14:31 20.03.2012
კონტროლის პალატამ ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი უკანონო დაფინანსების ფაქტზე 2 725 970 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას კონტროლის პალატა ავრცელებს.  
მათი ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ბიძინა ივანიშვილის მიერ პირადი ანგარიშიდან "ქართულ ოცნების" პოლიტიკური გუნდის წევრთა უკანონო დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა. დაფინანსების საერთო ოდენობა 406 525 ლარს შეადგენდა.
"საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა 272 597 ლარის ოდენობის უკანონო დაფინანსების ფაქტი, იმ პირებთან მიმართებაში, რომელთა პოლიტიკური აქტივობა დადასტურებული და დაკავშირებული იყო ააიპ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან" - ნათქვამია განცხადებაში.
უკანონო პოლიტიკური დაფინანსების ფაქტთან დაკავშირებით კონტროლის პალატამ ივანიშვილი უკანონო დაფინანსების - 272 597 ლარის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა.

ბეჭდვა