ადვოკატები სისხლის სამართლის პოლიტიკის გადახედვას მოითხოვენ
ადვოკატები სისხლის სამართლის პოლიტიკის გადახედვას მოითხოვენ
14:42 19.03.2012
ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტი პარლამენტს სისხლის სამართლის პოლიტიკის რეფორმირებას და ამ კუთხით "სისხლის სამართლის კოდექსსა" და "სისხლის  სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებების შესატანად პროექტს სთავაზობს.
კომიტეტი სისხლის სამართლის პოლიტიკის ხაზით 12 მიმართულების გადახედვას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ადვოკატებმა დღეს საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრებთან შეხვედრაზე გააკეთეს.
კანონპროექტი ითვალისწინებს სასჯელთა შეკრებითობის პრინციპის ახლებურ გააზრებას, სასამართლო პროცესების საჯაროობის უზრუნველყოფას, საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებული პრაქტიკის შეცვლას.
პროექტის ავტორთა განცხადებით, საპროცესო შეთანხმების ქართული მოდელი გამჭვირვალე არ არის, სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპი კი, უსამართლოა.
სისხლის სამართლის კომიტეტის წინადადებაა – დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის, ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების პრინციპების დამკვიდრება, რომელთა გამოყენების ადეკვატურობას მოსამართლე დაადგენს.
პროექტის პრეზენტაციაში კოალიცია "ქართული ოცენების" წარმომადგენლები - თეა წულუკიანი და მინდია უგრეხელიძეც მონაწილეობენ.

ბეჭდვა