ლორთქიფანიძე სასჯელთა შეკრებითობის პრინციპს გაუმართლებელს უწოდებს
ლორთქიფანიძე სასჯელთა შეკრებითობის პრინციპს გაუმართლებელს უწოდებს
13:24 18.03.2012
ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე სასჯელთა შეკრებითობის პრინციპს გაუმართლებელს  უწოდებს და "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებების შეტანას მოითხოვს.

დეპუტატი ხვალ "ადვოკატთა ასოციაციიის სისიხლის სამართლის კომიტეტის" წევრებს შეხვდება, სადაც "სისხლის სამართლის კოდექსი" და "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებები განიხილება.

"სასჯელთა უპირობო შეკრებითობის პრინციპი გაუმართლებლად მკაცრი და არაადეკვატური სასჯელების შეფარდებას იწვევს, რაც უსამართლობის განცდას ამკვიდრებს. იგი საქართველოში პატიმრების რიცხვის ზარდას და სასჯელაღსრულების სისტემის გადატვირთვას იწვევს" - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, სასჯელთა შთანთქმის ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების პრინციპი უნდა დამკვიდრდეს, რომელთა გამოყენების ადეკვატურობას კონკრეტულ საქმეებზე მოსამართლე დაადგენს.


ბეჭდვა