შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი სტატისტიკური კვლევა გამოაქვეყნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი სტატისტიკური კვლევა გამოაქვეყნა
18:39 16.03.2012
საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის მატების ფონზე დანაშაულის რაოდენობა შემცირდა.  ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის მატების ფონზე დანაშაულის ხვედრითი წილი მცირდება. ეს ეხება როგორც უცხოელების წინააღმდეგ ჩადენილ ისე უცხოელების მიერ ჩადენილ დანაშაულს.
სტატისტიკური და ფაქტობრივი მონაცემების ანალიზის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო სტრუქტურებისა და საზოგადოებისთვის ინფორმაცია მოამზადა.

ბეჭდვა