სახალხო დამცველი კონტროლის პალატისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს
სახალხო დამცველი კონტროლის პალატისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს
11:47 16.03.2012
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა პოლიტიკური პარტიების წევრებისა და ჟურნალისტების უფლებების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით საქმისწარმოება დაიწყო.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეების დაკითხვისას ჟურნალისტებს და ადვოკატებს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეეშალათ.
აქედან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები ახსნა–განმარტებებს ისმენენ იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც კონტროლის პალატის წარმომადგენლებმა დაკითხეს.

სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსმა კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსს ინფორმაციების მიწოდების მოთხოვნით მიმართა. სახალხო დამცველის აპარატს აინტერესებს მიზეზი და სტატუსი თუ რატომ იბარებენ მოქალაქეებს კონტროლის პალატაში, რა სახის ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარებს, უზრუნველყოფილი იყო თუ არა მოქალაქეების სამართლებრივი დაცვის საკითხი და სხდომების დროს დაცული იყო თუ არა საჯაროობის პრინციპი.



ბეჭდვა