ქართულ საკანონმდებლო სივრცეში მედიაციის ინსტიტუტი მკვიდრდება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა
დღეს კონფერენცია თემაზე - "მედიაციისა და დავების ალტერნატიული საერთაშორისო გადაწყვეტის გზები საქართველოში და უცხოური პრაქტიკა" გახსნა.
მედიაციის ინსტიტუტი გარკვეული კატეგორიის სამოქალაქო დავების მედიატორების მეშვეობით მოგვარებას გულისხმობს.
კონფერენციის მუშაობაში ცხრა ქვეყნის მოსამართლეები მონაწილეობენ. ისინი ქართველ კოლეგებს მედიაციის კუთხით თავის გამოცდილებას გაუზიარებენ.
კონფერენციას საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებიან.
