რუსთავის იუსტიციის სახლს შვედეთის სამეფოს ელჩი დიანა იანსე ეწვია.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ იუსტიციის სახლის კონცეფცია გააცნო.
სტუმრებისთვის რუსთავის იუსტიციის სახლში სპეციალური ტური მოეწყო, რომლის დროსაც მათ საშუალება მიეცათ, იუსტიციის სახლის ფუნქციონირების სპეციფიკას და მომხმარებელთა მომსახურების პროცესს დაკვირვებოდნენ.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სტუმრებს საქართველოში მომსახურების სფეროში გატარებული რეფორმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
