საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და გაზეთი "24 საათი" ერთობლივი პროექტის შესახებ რეგიონებში მოქალაქეთა ინფორმირებას განაგრძობენ.
დღეს პროექტის გაცნობის შესაძლებობა ქუთაისის მოსახლეობას ჰქონდა.
პროექტის თანახმად, მსურველებს შეუძლიათ უძრავ-მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის შესახებ საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე გაგზავნონ ინფორმაცია ან მის ოფისში შეავსონ განაცხადი, რაც შემდეგ ის გაზეთში გამოქვეყნდება. "24 საათში", ასევე, განთავსდება რეესტრის სხვა ინფორმაცია.
ქუთაისის იუსტიციის სახლში მისულ მოქალაქეებს პროექტის დეტალები საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა წარუდგინა.
მისი განმარტებით, 2011 წელს უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობის მიხედვით, ქუთაისი ტოპ-ხუთეულში მოხვდა. წიქარიშვილის თქმით, ახალი პროექტი უძრავი ქონების ბაზარზე რისკების შემცირებას შეუწყობს ხელს.
საჯარო რეესტრისა და გაზეთ "24 საათის" ერთობლივი პროექტი 7 თვეა ხორციელდება.
